სამწუხაროდ კორონავირუსის პანდემია ჯერ კიდევ მძნივნარებს, სწორედ ამიტომ, რიკო-ექსპრესის ფილიალებში ფართომასშტაბიანი ცვლილებები ხორციელდება. სოციალური დისტანციის დასაცავად და პირდაპირი კონტაქტის შესამცირებლად, რიკო ექსპრესის 28 ფილიალში უკვე დამონტაჟდა გარე სალაროები, მსგავსი ცვლილებები საბოლოოდ რიკო ექსპრესის ყველა ოფისში განთავსდება, რაც საშუალებას მოგცემთ დახურულ სივრცეში შესვლის გარეშე მიიღოთ ნებისმიერი მომსახურება.
გარე სალაროები დამონტაჟდა რიკო ექსპრესის შემდეგ ფილიალებში:
თბილისში: ვარკეთილის, გლდანის, მუხიანის, დიდი დიღმის, სამგორის და დიღმის მასივის ფილიალებში, ასევე თამარ მეფის, წერეთლის, ყაზბეგის, პეკინის, გურამიშვილის, ჭავჭავაძისა და ვაჟა ფშაველას გამზირებსა და პუშკინის ქუჩაზე მდებარე ფილიალებში.
რეგიონებში გარე სალაროები დამონტაჟდა რუსთავის, ბათუმის და ზუგდიდის ყველა ფილიალში, ცვლილებები ასევე შეეხო ქობულეთის, სენაკის, ზესტაფონის, ჭიათურასა და გურჯაანის ფილიალებს, ხოლო ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე და ნიკეას ქუჩაზე მდებარე სამ ფილიალს. ფილიალების ზუსტი მისამართები შეგიძლიათ იხილოთ რიკო ექსპრესის ფილიალების რუკაზე.
გარე სალაროების დაყენების პარალელურად, რიკო ექსპრესი გთავაზობთ დისტანციურად გადახდის საშუალებას, როგორც ჩვენი საიტიდან, ასევე თიბისის ონლაინ ბანკინგის მეშვეობით.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის და ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, რიკო ექსპრესი, საქართველოში ვირუსის დაფიქსირების დღიდან, სწრაფად და ეფექტურად რეაგირებს ყველა გამოწვევაზე და ზედმიწევნით იცავს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციებს, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოს მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა.
რიკო ექსპრესი ყოველთვის მზად არის გაუმკლავდეს დაბრკოლებებს და შეინარჩუნოს უმაღლესი ხარისხის მაღალპროფესიული მომსახურება, რომელსაც უკვე 23 წელია უწყვეტად სთავაზობს ერთგულ მომხმარებლებს.
გაცნობებთ, რომ "ოქროს თამასუქით" სარგებლობისას დოლარში დახურულ თამასუქზე საპროცენტო სარგებელი გაიზარდა და 7% გახდა (ეფექტური
სრულადჩვენი 27 წლიანი გამოცდილება თქვენი წარმატების გარანტიაა. დააბანდეთ თანხა უსაფრთხოდ და სარფიანად სარგებელი 1 წლიანი (3 თვის ვადით)
სრულადთამასუქის სრული თანხის გატანა 3 თვეშია შესაძლებელი. აქვე გაცნობებთ, რომ ოქროს თამასუქის მომხმარებელს საპროცენტო სარგებელის მიღება
სრულად